Tuesday, March 22, 2011

წიგნიერება ჩვენს სკოლაში

  1. პრიექტის სახელწოდება: წიგნიერება ჩვენს სკოლაში.
  2. პროექტის მთავარი იდეა (თემა)  1–2 წინადადებით: მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება.
  3. პროექტის აქტუალობა: სტატისტიკური მონაცემებით დღეს წიგნიერება საქართველოში ძალიან დაბალ დონეზეა. ეს თემა აქტუალურია რადგან ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები შეძლებენ ინტელექტის ამაღლებას.
  4. პროექტის ბიზნები: მოსწავლეებმა შეძლონ წიგნიერების პრობლემის გადასაჭრელად რეალური ვითარების მოდელირება. პრობლემის დამოუკიდებლად დასმა და მისი ფორმულირება მათემატიკურ ენაზე. სხვადასხვა დამხმარე ტექნიკუტი საშუალებებისა და ტექნოლოგიების  შერჩევა და მათი გამოყენება.
  5. მონაწილეთა ასაკი: 9–10 კლასები.
  6. ვადები/ხანგრძლივობა: 2–3 თვე.
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ჩაატარებენ გამოკითხვებს სკოლებში წიგნიერების დონესთან დაკავშირებით. გადაიღებენ ფოტოებს,  საკუთარი ხელით შექმნიან ბუკლეტებს და დაურიგებენ მოსწავლეებს. მათემატიკიდან გამოიყენებენ სტატისტიკურ ცოდნას, ააგებენ თემასთან დაკავშირებულ დიაგრამებს, სიხშირეთა ცხრილს და კომპიუტერისა და პროექტორის დახმარემით გააცნომენ მოსწავლეებს. ჩვენი სკოლის მოსწავლეთა წიგნიერების პროცენტულ მაჩვენებელს. გამოთქვამენ ვარაუდებს, განუვითარდებათ კვლევა– ძიების  უნარ–ჩვევები. შეძლებენ მიღებული გადაწყვეტილების სისწორისა და ეფექტიანობის დასაბუთებას. ინტერნეტის დახმარებით ბოიძიებენ ინფორმაციას ზოგადად  '' წიგნიერება საქართველოში "–ის შესახებ და შეადარებენ ჩვენს სკოლაში არსებულ ვითარებას. აგრეთვე მოიძიებენ ვიდეოებ არსებულ თებასთან დაკავშირებით. შექმნიან ბლოგს და მოძიებულ და შექმნილ მასალას განათავსებენ ბლოგზე.
  8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ბუკლეტები, სკოლის ბიბლიოთეკა, წიგნები, ციფრული ფოტო  აპარატი.
  9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): პირველად მოსწავლეები ჩაატარებენ გამოკითხვებს 1–12 კლასის ჩათვლით. მოახდენენ მის კლასიფიკაციას და წარმოადგენენ მას ხელსაყრელი სახით, შეადგენენ სიხშირეთა ცხრილს, ააგებენ ამ ცხრილის შესაბამის წერტილივან და სვეტოვან დიაგრამებს – ჰისტოგრამებს. დაასახელებენ მოდალურ კლასს. გამოთვლიან სიხშირეებს( სიხშირე დაგროვილი სიხშირე, ფარდობითი სიხშირე, დაგროვილი ფარდობითი სიხშირე.). დიაგრამების აგების შემდეგ გამოთვლიან შემაჯამებელ რიცხვით მახასიათებელს.  საშუალოს ( წიგნიერების საშუალო დონე სკოლაში) მოდას (  რომელი ჟანრის წიგნების კითხვა მოსწონთ ბავშვებს). სკოლაში წიგნიერების ამაღლების მიზნით  დაურიგებენ მოსწავლეებს ასაკთან შესაფერის წიგნების ბუკლეტებს, რომელსაც თავისივე ხელით დაამზადებენ. სადაც მოცემული იქნება წიგნების დასახელება და მისი შინაარსის მოკლე აღწერა. აგრეთვე მოსწავლეები გაავრცელებენ ინტერნეტ ბიბლიოთეკის მისამართს. ამით შეძლებენ გაუღვივონ მოსწავლეებს ინტერესი წიგნების მიმართ, აგრეთვე შესთავაზებენ სკოლის ბიბლიოთეკაში არსებულ წიგნებს. მოაწყობენ დისკუსიებს სკოლის ბიბლიოთეკაში სადაც მოსწავლეებს ექნებათ საშუალება მკაფიოდ გამოხატონ თავიანთი აზრი, ამა თუ იმ წიგნთან დაკავშირებით. რითაც მნიშვნლოვნად ამაღლდება მათი ცოდნის დონე. მოეწყობა კონკურსები და ვიქტირინები, გამარჯვებულს გადაეცემა საჩუქარი. მოსწავლეები ეტაპობრივად გადაიღებენ ვიდეოსა და ფოტოებს პროექტის მსვლელობასთან დაკავშირებით. გამზადებულ პროექტს განათავსებენ ინტერნეტში, საკუთარ ბლოგზე.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა– ხელოვნება– ქართული.
  11. პრიექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი): ჯუნა ცხოვრებაძე.
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: junacxovrebadze@gmail.com
  13. პროექტის ვებ გვერდი: http://www.blogspot.com/

No comments:

Post a Comment